Bloomberg - აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა - Palitra News

Bloomberg - აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა

2025-04-16 11:04:52+04:00

აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტო Bloomberg-ის ცნობით, გასულ კვირას ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ 2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ კიევისთვის გაწეული დახმარების მათ მიერ განსაზღვრული ღირებულება 300 მილიარდი დოლარიდან 100 მილიარდამდე შეამცირა.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ მხარეებს შორის ტექნიკურ დონეზე გამართული მოლაპარაკებები პროდუქტიული იყო.

აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა აღნიშნა, რომ აშშ და უკრაინა შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან.

„შეიძლება შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწეროს“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.