ევროკავშირი სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერებას გააიოლებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელმა გააჟღერა. რიკარდ იოზვიაკის განცხადებით ევროკავშირი წლის ბოლოს ეცდება უფრო იოლი გახადოს უვიზო მიმოსვლის გაუქმება იმ 61 ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებიც ამჟამად სარგებლობენ ამ პრივილეგიით - მათ შორის არიან დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები, საქართველო, მოლდოვა და უკრაინა. საკითხთან დაკავშირებით განცხადებები გაკეთდა ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან.