საფრანგეთის ქალაქ ტარასკონის ციხესთან ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდეს. საფრანგეთის ციხეებზე თავდასხმების სერია გრძელდება და ამჯერად, ტარასკონში მდებარე ციხის ავტოსადგომზე ცეცხლი სამ ავტომობილს წაუკიდეს. საფრანგეთის ციხის ოფიცერთა პროფკავშირის გენერალური მდივნის განცხადებით, ბუშ-დიუ-რონის დეპარტამენტის კიდევ ერთი ციხის თანამშრომელს ავტომობილი სახლის წინ დაუწვეს. მანამდე საფრანგეთის იუსტიციის მინისტრმა ინფორმაცია გაავრცელა, რომ საფრანგეთში თავდასხმები, სულ მცირე, ექვს ციხეზე განხორციელდა. დარმანინმა განაცხადა, რომ თავდასხმები სახელმწიფოს დესტაბილიზაციის მცდელობასა და ტერორისტულ აქტებს წარმოადგენს.