უკრაინის ეკონომიკის მინისტრი - იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს - Palitra News

უკრაინის ეკონომიკის მინისტრი - იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს

2025-04-16 17:09:22+04:00

იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ აშშ-თან მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანი პროგრესი გვაქვს, - ამის შესახებ უკრაინის ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა, იულია სვირიდენკომ განაცხადა.

„ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა შეთანხმებაზე ძალიან ბევრი იმუშავეს - მნიშვნელოვანი პროგრესია, ორივე გუნდის მომლაპარაკებლების წყალობით იურისტებმა შეთანხმების პროექტში სწორი აქცენტები გააკეთეს“, - განაცხადა იულია სვირიდენკომ.

მისი თქმით, შეთანხმების რატიფიცირება უკრაინის რადას მიერ უნდა მოხდეს.

„ვემზადებით, რომ უახლოეს მომავალში შეთანხმებას ოფიციალურად გავაფორმებთ“, - აღნიშნა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.

ცნობისთვის, სააგენტო Bloomberg-მა ინფორმაცია გაავრცელა, რომ აშშ-მა უკრაინასთან იშვიათი ლითონების შეთანხმების შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებებში მოთხოვნები შეამსუბუქა და მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.

„შეიძლება შეთანხმებას ხელი მიმდინარე კვირაში მოეწეროს“, - განაცხადა აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა.