რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოკუპანტებმა ქალაქ ზაპოროჟიეს დრონებით შეუტიეს, თავდასხმების შედეგად ხანძარი გაჩნდა და 28 ადამიანი დაშავდა. ზაპოროჟიეს საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, რუსებმა ქალაქის სამოქალაქო ინფრასტრუქტურას დაარტყეს. იერიშების შედეგად, საცხოვრებელი შენობები, უნივერსიტეტი და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა.