სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა პირი სტამბოლის „პროგრესული ასოციაციის“ იურისტია - Palitra News

სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა პირი სტამბოლის „პროგრესული ასოციაციის“ იურისტია

2025-05-02 09:37:10+04:00

მედიის ინფორმაციით, სტამბოლში, ტაქსიმის მოედანზე, შრომის დღის აღსანიშნავად გამართულ მარშზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, მათ შორის ცხრა პირი სტამბოლის „პროგრესული ასოციაციის“ იურისტია. ერთი დღით ადრე ქალაქში უსაფრთხოების საგანგებო ზომები მიიღეს. გადაიკეტა ქუჩების ნაწილი, მეტროპოლიტენის შვიდი სადგური და სამართალდამცველთა მობილიზაცია გამოცხადდა. იმავე დღეს პოლიციამ 100-მდე ადამიანი დააკავა, რომლებიც, სავარაუდოდ, ტაქსიმის მოედანზე საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდნენ.