საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლება საპროტესტო აქციების დასაშლელად ქიმიურ საშუალებებს უკანონოდ იყენებდა - Palitra News

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლება საპროტესტო აქციების დასაშლელად ქიმიურ საშუალებებს უკანონოდ იყენებდა

2025-05-02 12:34:05+04:00

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, გასული წლის ნოემბერ-დეკემბერში, ხელისუფლება საპროტესტო აქციების დასაშლელად ქიმიურ საშუალებებს უკანონოდ იყენებდა. საიაში აღნიშნავენ, რომ ქიმიური გამაღიზიანებლების ზემოქმედებამ დაზარალებულთა ნაწილისთვის მნიშვნელოვანი ჯანმრთელობის ზიანი გამოიწვია. ორგანიზაციის თქმით, დღემდე უცნობია, თუ რა ქიმიურ საშუალებებს იყენებდა შინაგან საქმეთა სამინისტრო დემონსტრანტების წინააღმდეგ. საიაში ამბობენ, რომ ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართეს, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღიათ. ორგანიზაციის შეფასებით, აქციის დასაშლელად უკანონო და საფრთხის შემცველი მეთოდები გამოიყენებოდა, რაც მათივე თქმით, არასათანადო მოპყრობას უტოლდებოდა.