პარლამენტის დროებითი საგამოძოებო კომისიის წევრების კითხვებს მიხეილ ართმელაძემ უპასუხა - რა განაცხადა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიხეილ ართმელაძემ - Palitra News

პარლამენტის დროებითი საგამოძოებო კომისიის წევრების კითხვებს მიხეილ ართმელაძემ უპასუხა - რა განაცხადა ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზე მიხეილ ართმელაძემ

2025-05-02 12:35:06+04:00

პარლამენტის დროებითი საგამოძოებო კომისიის მე-20 სხდომა დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეს ეთმობა. კომისიის წევრების კითხვებს მიხეილ ართმელაძემ უპასუხა. ამ წუთებში საქმესთან დაკავშირებით ოთარ სურმანიძეს უსმენენ. 2006 წლის 12 იანვარს ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდა სამი საკონტროლო გასროლით მოკლეს. 2017 წლის 21 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში. ამავე საქმეზე განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით, დამნაშავედ ცნეს გიორგი დგებუაძეც.