შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება?! რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესის გაგრძელება კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება. დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია კონფლიქტის დასრულებას ცდილობს. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, უკრაინაში ომი მალე არ დასრულდება. ჯეი დი ვენსი ხაზს უსვამს, რომ ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული. განცხადება გაკეთდა სახელმწიფო დეპარტამენტშიც. რას ამბობენ ლიდერები და როგორია პროგნოზები სამშვიდობო მლაპარაკებებთან დაკავშირებით.