ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც აქციაზე დაკავებული საბა სხვიტარიძის ძმის თორნიკე სხვიტარიძის ადმინისტრაციული საქმეზის პროცესი მიმდინარეობს ხმაურია. პარალელურად, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულ ზვიად ცეცხლაძე და კიდევ შვიდი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს. სხდომაზე პროკურატურა იწრმუნებოდა,რომ ბრალდებულების მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს.