საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7-ი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს - Palitra News

საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7-ი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს

2025-05-02 20:55:55+04:00

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პარლამენტთან გამართულ საპროტესტო აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7-ი პირი კვლავ პატიმრობაში დატოვეს. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ბრალდებულთა მხრიდან მიმალვის და ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხეები კვლავ არსებობს.