„ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - სწორედ ამ ლოზუნგით 9 მაისს, თბილისში, მორიგი აქცია დაანონსდა. ორგანიზატორთა განცხადებით, „ქართველები ევროპის დღეს ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში შეხვდებიან“. აღსანიშნავია, რომ დაგეგმილ აქციას ოპოზიციური პარტიებიც შეუერთდებიან. ბარიერ გადალახული ოპოზიციური გაერთიანებები ყურადღებას ერთიანობის მნიშვნელობაზე ამახვილებენ. კიდევ რას ამბობენ ამ თემაზე პოლიტიკური სუბიექტები და როგორი იქნება 9 მაისს დაგეგმილი აქცია?