შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის? სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხი ეჭვქვეშ დადგა - Palitra News

შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის? სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხი ეჭვქვეშ დადგა

2025-05-02 20:58:29+04:00

შედგება თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რუსეთსა და უკრაინას შორის? სამშვიდობო მოლაპარაკებების გაგრძელების საკითხი ეჭვქვეშ დადგა. დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი ადმინისტრაცია კონფლიქტის დამთავრებას ცდილობს - ამასთან, შტატების ვიცე-პრეზიდენტი აცხადებს, რომ უკრაინაში ომი მალე ვერ დასრულდება. ჯეი დი ვენსი ხაზს უსვამს, რომ ახლა ყველაფერი რუსებსა და უკრაინელებზეა დამოკიდებული, რადგან ორივე ქვეყანამ იცის, თუ რა პირობები აქვს წარმოდგენილი მეორე მხარეს. რაც შეეხება უკრაინას, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ოფიციალური კიევი რუსეთს „ნატოში“ გაწევრიანებაზე ვეტოს დადების უფლებას არ მისცემს. უფრო ვრცლად, რას ამბობენ საერთაშორისო ლიდერები და როგორია მოვლენათა განვითარების სავარაუდო პროგნოზი