„მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრმა’’ საქართველოში, 2024 წლის მაისიდან დღემდე, მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის შესახებ კვლევა ჩაატარა. ანგარიშის თანახმად, ბოლო ერთ წელიწადში მედიის წარმომადგენლების მიმართ ფიზიკური ძალადობის 112 შემთხვევა დაფიქსირდა, სხვადასხვა საფუძვლით, უკანონოდ დააკავეს მედიის 13 წარმომადგენელი და ჟურნალისტებს გადაღება 77-ჯერ აუკრძალეს. ამავე ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში მედიის წარმომადგენლების უფლებების დარღვევის 342 შემთხვევა დაფიქსირდა.