აშშ-ს კონგრესი ,,მეგობარი აქტის" მორიგი განხილვისთვის ემზადება - Palitra News

აშშ-ს კონგრესი ,,მეგობარი აქტის" მორიგი განხილვისთვის ემზადება

2025-05-03 12:32:22+04:00

აშშ-ს კონგრესი ,,მეგობარი აქტის" მორიგი განხილვისთვის ემზადება. ორპარტიული კანონპროექტი, საქართველოს მოსახლეობისთვის გარკვეულ სიკეთეებთან ერთად, ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირებას გულისხმობს. ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ოცნების ანტიდასავლური პოლიტიკის საპასუხოდ, სენატი კანონპროექტს საბოლოოდ დაამტკიცებს. გახარია-საქართველოსთვის გუნდის წევრი ზვიად ძიძიგური ოფიციალურ ვაშინგტონში კანონპროექტის მიღების პროცედურებს განმარტავს და ამბობს, რომ ბიუროკრატიის მიუხედავად, მეგობარი აქტი საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ საბოლოოდ ამოქმედდება.