ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუმინეთში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების მონიტორინგისთვის ჯგუფი გაგზავნა. - შეერთებული შტატების ადმინისტრაციის ინტერესი რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების მიმართ განსაკუთრებით მას შემდეგ გაიზარდა, რაც პირველ ტურში პირველ ადგილზე გასული ანტიევროპული კანდიდატის, კალინ ჯორჯესკუს კანდიდატურა მოხსნეს. ამის მიზეზად ჯორჯესკუს სასარგებლოდ რუსეთის ჩარევა დასახელდა. გავრცელებული ინფორმაციით, ამერიკელი დამკვირვებლები საარჩევნო უბნებზე პროცესს პირადად დააკვირდებიან. რუმინეთში საოლქო სააპელაციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაუქმების შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება გააუქმა.