ამერიკელმა მაღალჩინოსნებმა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერების ვერსიები შესთავაზეს. - უცხოური გამოცემების ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტი რუსეთზე ეკონომიკური ზეწოლის გაძლიერებისთვის მზადყოფნას გამოთქვამს, რადგან რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ომის დასრულების მცდელობებს აჭიანურებს. ამერიკელი მაღალჩინოსნები ზეწოლის გაძლიერების გეგმაზე საუბრისგან თავს იკავებენ და აღნიშნავენ, რომ საბოლოო გადაწყვეტილება აშშ-ის ლიდერმა უნდა მიიღოს, რის შემდეგაც ყველა დეტალი ცნობილი გახდება.