თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება - Palitra News

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება

2025-05-03 17:05:06+04:00

თბილისსა და რეგიონებში დღეს საპროტესტო აქციები გაიმართება. პროტესტის 157-ე დღეს, დემონასტრანტები ორ ლოკაციაზე - 19:00 საათზე „საზოგადოებრივ მაუწყებელთან“, ხოლო 20:00 საათზე პარლამენტთან შეიკრიბებიან. აქციები გაიმართება რეგიონებშიც. საპროტესტო აქციების 156-ე დღეს დედაქალაქის მთავარი გამზირი დემონსტრანტებმა კვლავ გადაკეტეს. აქციის მონაწილეების მოთხოვნები უცვლელია -გათავისუფლდნენ საპროტესტო აქციებზე დაკავებული პირები და ჩაინიშნოს ახალი არჩევნები. პროტესტს საკანონმდებლო ორგანოსთან საზოგადოებრივ მაუწყებელთან შეკრებილი მოქალაქეების მარში შეუერთდა. ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებას მოჰყვა, რომლის თანახმად, ევროკავშირთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოიხსნა.