ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგით 9 მაისს 17:00 საათზე მოქალაქეები ,,ევროპის დღესთან დაკავშირებით" საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ - Palitra News

ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგით 9 მაისს 17:00 საათზე მოქალაქეები ,,ევროპის დღესთან დაკავშირებით" საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ

2025-05-03 17:05:51+04:00

ძალა ევროპაშია, ძალა ერთობაშია“ - ამ ლოზუნგით 9 მაისს 17:00 საათზე მოქალაქეები ,,ევროპის დღესთან დაკავშირებით" საპროტესტო მსვლელობას მოაწყობენ. აქცია პარლამენტთან დაიწყება და აქციის მონაწილეები მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლებენ. მარშს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებიც შეუერთდებიან. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ამ დღეს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა დაამტკიცონ ევროპული მომავლისადმი საკუთარი ერთგულება და მისწრაფება.