საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია გაურესებული მედიაგარემოს შესახებ საუბრობს. პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებულ განცხადებაში ქარტია იმ ტენდენციებზე წერს, რომელიც მათი შეფასებით, მედია სივრცეს განსაკუთრებით აზიანებს. მათ შორისაა, ის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც ქართულმა ოცნებამ მედიასთან დაკავშირებით მიიღო. ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ამ კანონების გაუქმების მოწოდებით გამოდის.