ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა რუსეთის წინააღმდეგ ახალი ეკონომიკური სანქციები შეიმუშავეს, - უცხოური მედიის ცნობით, აშშ-ის პოტენციური სანქციების სამიზნეს რუსეთის ენერგეტიკული და საბანკო სექტორები წარმოადგენს. ჯერ-ჯერობით უცნობია, დაამტკიცებს თუ არა სანქციების აღნიშნულ პაკეტს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი. ამავდროულად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინისთვის 310 მილიონი დოლარის ღირებულების პაკეტის მიყიდვა დაამტკიცა, - თავდაცვის დეპარტამენტმა შესაბამისი საჭირო სერტიფიკატი აშშ-ის კონგრესს უკვე წარუდგინა.