საჰაერო თავდაცვის გაძლიერება და ძლიერი, რეალური გადაწყვეტილებები უკრაინის პარტნიორებისგან - ომში მყოფი ქვეყანის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, უკრაინის საჭიროებებზე საუბრობს და აცხადებს, რომ რუსეთის შეჩერება მხოლოდ ძალასა და სანქციებს შეუძლია. მისივე განცხადებით, აგრესორი ქვეყანა საცხოვრებელ უბნებს ზუსტად მაშინ ურტყამს, როდესაც უკრაინელები სახლებში იმყოფებიან. ზელენსკიმ მოკავშირეებს კიდევ ერთხელ მიმართა და ხაზგასმით განმარტა, რომ რუსეთზე ფინანსური ზეწოლა ის ერთადერთი გზაა, რომელიც უკრაინაში ომს საბოლოოდ დაასრულებს.