შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს - Palitra News

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

2025-05-03 17:10:37+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, გამოძიების შედეგად, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს, ერთ-ერთი მოლდოვის რესპუბლიკის მოქალაქეა. სამართალდამცველებმა ბათუმში, ბრალდებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს ნარკოტიკული საშუალებები: „ალფა-პვპ", „კლეფედრონი“ და „მეთადონი“. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.