ადგილობრივი თვითთმართველობის არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, ცესკო ახალ დადგენილებებს იღებს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილებით, არჩევნების დღეს, დამკვირვებლები კენჭისყრის შენობაში ამომრჩევლისთვის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის გამორთმევას ვერ შეძლებენ. მოდიფიცირდა საარჩევნო დოკუმენტაციის დიზაინიც. საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება თუ არჩევნების გაყალბების მცდელობა?! - ცესკოში აცხადებენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება ფარულობის დარღვევებზე ბრალდებების აღიარებას არ ნიშნავს. მათი თქმით, ცვლილებების მიზანი არჩევნების მოდერნიზება და საერთაშორისო სტანდარტით ჩატარებაა. ცვლილებებისადმი კრიტიკულია ოპოზიცია.