3 მაისი პრესის თავისუფლების დღეა - 2025 წელს საქართველო მედიის თავისუფლების ინდექსში 11 ადგილით ჩამოქვეითდა. მედია სივრცე გამოწვევებისა და პოლარიზაციის წინაშე - არასამთავრობო ორგანიზაციები და ჟურნალისტები პრესის თავისუფლების დღესთან დაკავშირებით იმ სირთულეებზე მიუთითებენ, რომელთან გამკლავებაც მედიას სხვადასხვა ხელისუფლების პირობებში ყოველთვის უწევდა. მედია სივრცის წარმომადგენლები, მედიაგარემოს გაუარესების მიზეზებად, მთავრობების მიერ მიღებულ კანონებს, ძალადობისა და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებს ასახელებენ.