ევროკავშირი რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ფრენების დაწყებას გმობს - განცხადებას საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის პრესსპიკერი, ანუარ ელ ანუნი ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ რუსეთის ეს ნაბიჯი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას არღვევს. რუსეთიდან ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით პირველი ფრენა 1-ელ მაისს განხორციელდა.