ინდოეთმა პაკისტანიდან იმპორტი აკრძალა, - ხელისუფლება შეზღუდვას ეროვნული უსაფრთხოებისა და სახელმწიფო პოლიტიკის ინტერესებით ხსნის. ინდოეთსა და პაკისტანს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც 22 აპრილს ინდოეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე შეიარაღებულმა პირებმა ტურისტების ჯგუფს ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც 26 ადამიანი დაიღუპა. ინდოეთმა მომხდარში პაკისტანი დაადანაშაულა, რასაც ისლამაბადი უარყოფს და აცხადებს, რომ ინდოეთი სამხედრო მოქმედებების დაწყებას გეგმავს.