თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა - Palitra News

თბილისში, დადიანის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა

2025-05-04 16:50:07+04:00

თბილისში, დადიანის ქუჩაზე 3-სართულიან საცხოვრებელ კორპუსში იატაკი ჩაინგრა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ჩამოინგრა კორპუსში იატაკი, საცხოვრებელი სახლიდან 2 ადამიანი კონტაქტურ მდგომარეობაში გამოიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.