ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გრიგოლ ბესელია დაინიშნა - Palitra News

ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილედ გრიგოლ ბესელია დაინიშნა

2025-05-04 19:30:37+04:00

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გრიგოლ ბესელია ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის მოადგილედ დაინიშნა.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

ცნობისთვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის უფროსმა გრიგოლ ბესელიამ თანამდებობა 4 აპრილს დატოვა.