,,ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს - Palitra News

,,ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს

2025-05-05 09:35:05+04:00

,,ქართული ოცნება“ პარტიის ახალ თავმჯდომარეს 7 მაისს აირჩევს - მმართველი პარტია ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე. ოპოზიციაში არ გამორიცხავენ, ცვლილებების მიზეზი ქართული ოცნების შიგნით დაპირისპირებები იყოს. მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ გუნდის ახალი თავმჯდომარე ღირსეული პირი იქნება. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიისა და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის გარდა, პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში მცირე ცვლილებებიცაა დაანონსებული.