როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები - Palitra News

როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები

2025-05-05 09:37:14+04:00

როგორ განვითარდება რუსეთ-უკრაინის სამშვიდობო მოლაპარაკებები ?! აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ის, რისი დათმობაც სამშვიდობო მოლაპარაკებებში რუსეთს მოუწევს, მთელი უკრაინის ანექსიაზე უარის თქმაა. ამასთან, ტრამპის თქმით, ევროპელმა ლიდერებმა არაერთხელ სთხოვეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან დარეკვა, რადგან ის მათ ზარებს არ პასუხობს. აშშ-ს პირველი პირის განცხადებითვე, უკრაინასა და რუსეთს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა, მხარეებს შორის არსებული დიდი სიძულვილის გამო, შეიძლება, შეუძლებელი აღმოჩნდეს. ამავდროულად, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტა ნებისმიერ მომენტში შესაძლებელია. ზელენსკის თქმით, თუ ზეწოლა არ გაიზრდება, ვლადიმერ პუტინი კონფლიქტის დასასრულებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს.