უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ჩეხეთის რესპუბლიკის მხარდაჭერას აფასებს და მზადაა მიმდინარე წელს მოლაპარაკებების პროცესში პირველი კლასტერები გახსნას. მისი თქმით, ევროპაში გარკვეული პირები ამ პროგრესს რუსეთის ინტერესების სასარგებლოდ ბლოკავენ. როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, მნიშვნელოვანია, ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვოს და არა ცალკეული პოლიტიკოსების ახირებებმა.