ოუპანტებმა უკრაინაზე 70 საჰაერო იერიში მიიტანეს - Palitra News

ოუპანტებმა უკრაინაზე 70 საჰაერო იერიში მიიტანეს

2025-05-05 09:38:52+04:00

რუსული ძალების თავდასხმები უკრაინაზე გრძელდება. ოუპანტებმა უკრაინაზე 70 საჰაერო იერიში მიიტანეს. თავდასხმებისას რუსულმა ძალებმა კამიკაძე დრონები და რაკეტები გამოიყენეს. დაიბომბა ლიმანის, კრამატორსკის, კუპიანსკისა და სხვა ოლქების ტერიტორიები. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება. რუსეთი აცხადებს, რომ საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვის მიმართულებით მფრინავი ოთხი უპილოტო საფრენი აპარატის თავდასხმა მოიგერიეს. მოსკოვის მერის განცხადებით, პოდოლსკის ტერიტორიაზე თავდაცვის სამინისტროს საჰაერო თავდაცვის ძალებმა მოსკოვისკენ მიმავალი ოთხი დრონის თავდასხმა მოიგერიეს. წინასწარი მონაცემებით, ნამსხვრევების ჩამოვარდნის ადგილას ნგრევა ან მსხვერპლი არ არის. მერის თქმით, ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურები მუშაობენ.