რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს - Palitra News

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს

2025-05-05 09:39:49+04:00

ეგზიტპოლის შედეგების მიხედვით, რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ულტრამემარჯვენე კანდიდატი ჯორჯე სიმიონი ლიდერობს. პრეზიდენტის პოსტისთვის ხუთი კანდიდატი იბრძოდა. კომპანია Avangarde-ს მიერ ჩატარებული ეგზიტპოლი პროგნოზირებს, რომ სიმიონი პირველ ადგილს დაიკავებს და რუმინეთში მცხოვრები ამომრჩევლების ხმების 30 პროცენტს მიიღებს. ეგზიტპოლის ჩამტარებელი კომპანიები აღნიშნავენ, რომ მათი კვლევები არ ითვალისწინებს საზღვარგარეთ მყოფი რუმინელი ამომრჩევლების ხმებს, რომელთა ხმის მიცემა კვლავ გრძელდება. როგორც ცნობილია, საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლების ხმები ქვეყნის შიგნით არსებული ხმების ათ პროცენტზე მეტს შეადგენს.