ვინ შეცვლის ირაკლი ღარიბაშვილს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტზე? - გუნდი გადაწყვეტილებას 7 მაისს ჩანიშნულ ყრილობაზე მიიღებს. ამ ეტაპზე სავარაუდო კანდიდატების ვინაობა უცნობია, კახა კალაძემ უარყო ინფორმაცია, რომ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე მისი კანდიდატურა განიხილება.