გლდანის მე-8 დაწესებულებიდან კლინიკა "ვივამედში" დაზიანებებით გადაყვანილი 46 წლის პატიმარი, იოსებ გორგაძე გარდაიცვალა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო. პატიმრის გარდაცვალებას გამოეხმაურა სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი. კლინიკა "ვივამედის" კლინიკურ დირექტორსა დასპეციალურ საგამოძიებო სამსახურის თანამშრომელს ეკუნა ლემონჯავა ესაუბრა.