პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ამ წუთებში ვალერი გელაშვილს უსმენენ. სწორედ მისი ცემის ფაქტზე აქვს მიხეილ სააკაშვილს შეფარდებული 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. კომისიის წევრები დღეს გოჩა კაკოიშვილსა და ბესიკ დანელიასაც ელოდებიან. განხილვის თემა, "ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის დროს აღნიშნული პირების უფლებების შელახვაა.