რა გახდა 46 წლის პატიმარი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი? - კითხვას პასუხი ახლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს. ადვოკატის ინფორმაციით, სხვასხვა დაზიანებით იოსებ გორგაძე გლდანის პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა ვივამედში 3 თვის წინ გადაიყვანეს. მკურნალობის მიუხედავად კი მისი გადარჩება ვერ მოხერხდა. საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. რა ეჭვები აქვთ მომხდართან დაკავშირებით გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრებს?