გია ვოლსკი - როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს - Palitra News

გია ვოლსკი - როცა კონგრესმენები ასე გიტევენ და MEGOBARI-ის სახელს არქმევენ აქტს, რომელშიც ყველა პუნქტი უსამართლოა, რთულ სიტუაციას გვიქმნის, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვითარება არ ექვემდებარება კონტროლს და გამოსწორების პერსპექტივა არ არსებობს

2025-05-05 15:25:25+04:00

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს მეგობარ აქტს განიხილავს. ვიდრე საბოლოო კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდება პოლიტიკოსები ამერიკა-საქართველოს შორის ურთიერთობების კონტექსტში დოკუმენტის მნიშნელობაზე საუბრობენ. ოპოზიცია მეგობარ აქტს ქართველი ხალხის მხარდაჭერის გზავნილად მიიჩევს, ქართული ოცნება კი დოკუმენტს სამარცხვინოს უწოდებს და კვლავ დიფ სთეითის გავლენებზე საუბრობს.