ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა - შსს-მ გამოძიება დაიწყო - Palitra News

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა - შსს-მ გამოძიება დაიწყო

2025-05-05 20:33:35+04:00

ახალციხეში კერძო ბაგა-ბაღში 2 წლის ბავშვი გარდაიცვალა.

"ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ახალციხეში მდებარე კერძო ბაგა–ბაღში 2 წლის ბავშვის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 116 მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი.

არსებული ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.