რა გახდა 46 წლის პატიმარი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი? - ამ კითხვას პასუხი ახლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს - Palitra News

რა გახდა 46 წლის პატიმარი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი? - ამ კითხვას პასუხი ახლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს

2025-05-05 20:49:38+04:00

რა გახდა 46 წლის პატიმარი მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი? - ამ კითხვას პასუხი ახლა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა უნდა გასცეს. ადვოკატის განცხადებით, იოსებ გორგაძე სხვასხვა დაზიანებით გლდანის პენიტენციურ დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ 4 თვის წინ გადაიყვანეს. მკურნალობის მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ოჯახი პატიმრის ცემაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს ადანაშაულებს. აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველის აპარატიც სწავლობს. დღეს ამ თემაზე ეკა ლემონჯავა მუშაობდა, ის ესაუბრა როგორც კონკრეტული უწყებების წარმომადგენლებს, ასევე გარდაცვლილის ოჯახის წევრებსა და ადვოკატს