პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა დასრულებულია. დღეს კომისიის წევრების შეკითხვებს ვალერი გელაშილმა, გოჩა კაკოიშვილმა, ბესიკ დანელიამ და ლაშა არქანიამ უპასუხეს. ყველაზე გახმაურებული საკითხი ვალერი გელაშვილის საქმე იყო. გელაშვილმა მისი სასტიკი ცემის ფაქტი დეტალურად გაიხსენა და მიხეილ სააკაშვილი რამდენჯერმე გააკრიტიკა, თუმცა ყოფილი დეპუტატის კრიტიკა კომისიის თავმჯომარემ, თეა წულუკიანმა და „ქართულმა ოცნებამაც“ დაიმსახურა.