აშშ-ის წარმომადგენელთა პალატა დღეს „მეგობარ აქტს“ განიხილავს. ვიდრე საბოლოო კენჭისყრის შედეგები გახდება ცნობილი, ქართველი პოლიტიკოსები აღნიშნული დოკუმენტის მნიშნელობაზე აქტიურად საუბრობენ. ოპოზიციაში „მეგობარ აქტს“ ქართველი ხალხის მხარდაჭერის მორიგ გზავნილად მიიჩევენ, ხოლო „ქართულ ოცნებაში“ ამ დოკუმენტს „სამარცხვინოს“ უწოდებენ და კვლავ „დიფ სთეითის“ გავლენებზე მიუთითებენ.