თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ქალთა ინტერპარტიულმა ჯგუფმა საპროტესტო აქცია ჩაატარა. ადგილზე მისული ქალი პოლიტიკოსები სოლიდარობას უცხადებდნენ საპროტესტო აქციებისას დაკავებულებს და მათ გათავისუფლებას მოითხოვენ. მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა სიტყვით გამოსვლები დაასრულეს, მათ სასამართლოს ეზოში, პატარა ზომის ურმის შეტანა სცადეს, რასაც ადგილზე ხმაური მოჰყვა. მათი განცხადებით, ურმის კონსტრუქცია სიმბოლურია, რადგან, როგორც თავად აცხადებენ, „სამართალი ურმით დადის“, თუმცა მისი სასამართლოს ეზოში შეტანის საშუალება მანდატურის სამსახურმა და სამართალდამცავებმა არ მისცეს, რის შემდეგაც, სასამართლოს შესასვლელში დამონტაჟებული რკინის ჭიშკარი ჩაკეტეს.