უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის 2-სემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება - Palitra News

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის 2-სემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება

2025-05-05 20:54:56+04:00

უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის ქართული ენის 2-სემესტრიანი სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება. აღნიშნული ცვლილებები “უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში შედის, რომლის ინიციატორიც პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტია. კანონპროექტი პირველი მოსმენით კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე განიხილეს. აღნიშნული კანონის მიღების შედეგად, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფოენოვან ბაკალავრიატის საფეხურზე ჩარიცხული სტუდენტებისთვის სახელმწიფო ენის სპეციალური კურსის გავლა სავალდებულო იქნება.