როგორ მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი? დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებების თანახმად, რუსეთს, უკრაინის სრულ ანექსიაზე უარის თქმა მოუწევს - Palitra News

როგორ მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი? დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებების თანახმად, რუსეთს, უკრაინის სრულ ანექსიაზე უარის თქმა მოუწევს

2025-05-05 20:55:27+04:00

როგორ მიმდინარეობს რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესი? დონალდ ტრამპის განცხადებით, აღნიშნული მოლაპარაკებების თანახმად, რუსეთს, უკრაინის სრულ ანექსიაზე უარის თქმა მოუწევს. მისივე შეფასებით, მხარეთა შორის არსებული სიძულვილის გამო, შესაძლოა, შეუძლებელი გახდეს სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა. ამავე დროს, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ თუკი რუსეთზე ზეწოლა არ გაიზრდება, ვლადიმირ პუტინი კონფლიქტის დასამთავრებლად რეალურ ნაბიჯებს არ გადადგამს. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ ახლა უკრაინისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ევროკავშირის მხარდაჭერას.