წარმომადგენელთა პალატაში მეგობარი აქტის მხარდაჭერას ეხმაურებიან თბილისშიც. ოპოზიცია ყურადღებას აქტის შეცვლილ ვერსიაზე ამახვილებს. მათი შეფასებით, საქართველოს მოსახლეობისთვის ბევრად მნიშვნელოვანი მეგობარი აქტის თავდაპირველი ვერსია იყო, რომლის მიღების შემთხვევაშიც, საქართველოს მოქალაქეებითვის აშშ-ში შესვლა მარტივდებოდა. ამჟამინდელი ვერსიის მიხედვით, კანონპროექტის მთავარი მიზანი - ქართული ოცნების წევრების დასანქცირებაა. ხელისუფლებიე ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ კანონპროექტი უახლოეს პერიოდში კანონის ძალას მიიღებს.