ვინ გახდება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე?! კითხვაზე პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. საპარლამენტო უმრავლესობაში ადასტურებენ რომ კანდიდატზე კონსესუსი მიღწეულია. 7 მაისს, გუნდი პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის გარდა, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს. ოპოზიციისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს თუ ვინ დაიკავებს ირაკლი ღარიბაშვილის თანამდებობას, რადგან თანხნდებიან რომ პარტიის რეალური თავმჯდომარე ნებისმიერ შემთხვევაში ბიძინა ივანიშვილია.