რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი შედგა - თურქეთის პრეზიდენტმა ამერიკელი კოლეგა თურქეთში მიიწვია. ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი აშშ-თან თანამშრომლობას მრავალი მიმართულებით განამტკიცებს, პარტნიორობა კი განსაკუთრებით თავდაცვის სფეროს უკავშირდება. თურქეთის პრეზიდენტმა ტრამპთან საუბრისას აღნიშნა, რომ ღაზაში ჰუმანიტარულმა კრიზისმა უკიდურესად მძიმე მასშტაბებს მიაღწია და თურქეთი მზადაა, დახმარების მიწოდებისა და მდგრადი მშვიდობის დამყარებისთვის მხარდაჭერა უზრუნველყოს.