რა განცხადებები კეთდება "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობამდე ერთი დღით ადრე და ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს - Palitra News

რა განცხადებები კეთდება "ქართული ოცნების" პარტიულ ყრილობამდე ერთი დღით ადრე და ვინ დაიკავებს თავმჯდომარის პოსტს

2025-05-06 12:19:30+04:00

ვინ დაიკავებს პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტს?! - კითხვაზე პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. 7 მაისს, გუნდი პარტიის ყრილობაზე ახალი თავმჯდომარის არჩევის გარდა, პოლიტიკური საბჭოს შემადგენლობაში ცვლილებებსაც გეგმავს. მმართველი გუნდი არ აკონკრეტებს, ვინ იქნება წარდგენილი პარტიის თავმჯდომარის თანამდებობაზე, თუმცა ადასტურებენ რომ კანდიდატზე კონსესუსი მიღწეულია. მართალია, უცნობია თუ ვისზე გააკეთა არჩევანი ქართულმა ოცნებამ, თუმცა ვერსიები არაერთია. რა განცხადებები კეთდება ქართული ოცნების პარტიულ ყრილობამდე ერთი დღით ადრე და რა ვერსიებზე საუბრობენ პოლიტიკური მხარეები?!